მე-9 დღის რეფლექსია
 1. დღეს  ვიმუშავე ბლოგში -,ვისწავლე დიზაინის შეცვლა და ბმულების გაკეთება;
 ჩემი საქაღალდე გამოვაქვეყნე ბლოგზე;
 2.  მოვისმინეთ ყველა მსმენელის  მზა პროექტის პრეზენტაცია; ვიმსჯელეთ თითოეული ნაშრომის ძლიერ  და სუსტ მხარეებზე; ერთმანეთს მივეცით რჩევები თემის ირგვლივ. ტრენერისგან და პედაგოგებისგან მივიღეთ უკუკავშირი;
 3.  შევაჯამეთ  და შევაფასეთ 9 დღიანი ტრენინგის მუშაობა, გავიხსენეთ თითოეული დღის თემატიკა და ჩვენს მიერ შესრულებული აქტივობები;
4.  ჩემთვის ტრენინგის ყოველი დღე საქმიანი, ინფორმაციულად დატვირთული და  სასარგებლო იყო;  გავეცანი ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს, ის   საინტერესო და გამოსაყენებელი  რესურსი იქნება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში,
5.  პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით ნაბიჯ-ნაბიჯ შევისწავლე პროექტის დაგეგმვა და პროექტზე, როგორც ნაშრომზე ,მუშაობა.  მივიღე დიდი პრაქტიკული გამოცდილება იმის, თუ როგორ უნდა ვიმუშაო დრაივში, ბლოგში;
6. ძალიან მომეწონა რესურსის შექმნაზე  (ბუკლეტის) განხორციელებული აქტივობები, რასაც გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან პროექტებზე მუშაობის დროს.
7. დავასრულეთ ინტელის სწავლების ტრენინგი. რომელიც განსხვავებული აღმოჩნდა დღემდე ჩემს მიერ მოსმენილ ტრენინგებს შორის, იმით, რომ სხვა ტრენინგებისაგან განხვავებით ,იყო ხალისით, აქტივობებითა და სიახლეებით სავსე, შევიძინე საჭირი ცოდნა სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.  ამიმაღლა მოტივაცია, დამაფიქრა კიდევ ერთხელ თანამედროვე სწავლების მეთოდებზე. კარგი იქნება, თუ მსგავსი ტრენინგები გაგრძელდება მომავალშიც, მადლობა მის ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს ტრენინგების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის, ტრენინგების მსვლელობისას, კომფორტული გარემოს შექმნისათვის.


      ჩემო პატარა მეგობარო, ხათუნა!  დასრულდა პროექტებით სწავლების ძირითადი კურსის ნაყოფიერი და ბედნიერი დღეები. განგებამ კიდევ ერთხელ ინება, როგორც იშვიათი საუკეთესო გამონაკლისი, შეგვახვედრა ერთმანეთს, როგორც მოსწავლე და მასწავლებელი, მაგრამ ამჯერად შებრუნებული როლებით. მე,  როგორც მსმენელი, აღმოვჩნდი ჩემი სტუდენტის წინაშე. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ  ტრენინგი ძალიან წარმატებულად, მაღალი რეიტინგით  ჩაატარე. ეს შენი დიდი დამსახურება დიდი შრომისმოყვარეობითა და მაღალი პასუხისმგებლობით არის მიღწეული; მეორე, იმიტომ, რომ გული სიამაყით მევსება, რომ შენ ასეთი კარგი ტრენერი ხარ. ასეთივე ენერგიული და მიზანდასახული იყავი სასწავლებელშიც, როცა ბიოქიმიის პროფესიას ეუფლებოდი. საუკეთესო იყავი საუკეთესო სტუდენტთა შორის. რასაც აკეთებ, ყველაფერს მაღალ დონეზე, სიღრმისეულად და საინტერესოდ აკეთებ, რადგან სხვაგვარად არ შეგიძლია, ეს შენი  ჩვევა, ხასიათია. ასე გააგრძელე, სულ ზევით, ზევით გევლოს წარმატებებისაკენ! ... დროებით გემშვიდობები, გისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ,,ის ურჩევნია მამულსა"..., ხომ იცი... ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილებისათვის, დადებითი ემოციებისათვის, გმადლობთ, საყვარელო ხათუნა.                                   პატივისცემით, შენი ნელი მასწავლებელი.
                           მომავალ შეხვედრამდე.!

Comments

Popular posts from this blog

IV დღე

V რეფლექსია